„დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე "ოცნება" საბოლოო კენჭისყრისთვის ემზადება
მიმდინარე სასესიო კვირას გადაწყდება, დაამტკიცებენ თუ არა მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დღეს, მესამე მოსმენით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მთავრობა „დეოლიგაქიზაციის შესახებ“ სამთავრობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.
ჩვენ სამართლებრივი თვალსაზრისით დავხვეწეთ კანონპროექტი, თუმცა პლენარულ სხდომას მივცემთ შესაძლებლობას, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ვიმსჯელოთ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით,“ - ამბობს ოხანაშვილი.