გიორგი ლორთქიფანიძე სუს-ის ბრალდებებს "სრულ აბსურდს" უწოდებს
სუსის ბრალდებებს, თითქოს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე საქართველოში არეულობას გეგმავს, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი პასუხობს.
შოთა კახიძე გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები გააჩნია.
გიორგი ლორთქიფანიძესთან მქონდა კომუნიკაცია და მან გამორიცხა და სრული აბსურდი უწოდა სუსი დღევანდელ განცხადებას. ამ განცხადებების მიღმა რაიმე სახის ხელშესახები არგუმენტი ან მტკიცებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. გიორგი ლორთქიფანიძე დაახლოებით 8 წელია ჩვენს ქვეყანაში არ იმყოფება, მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია და შესაბამისად, ვერანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში გიორგი ლორთქიფანიძეს ვერ ექნება, - ამბობს ადვოკატი.