დეოლიგარქიზაცია გულისხმობს, რომ ფარული გავლენა არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ფარცხალაძეს - სამადაშვილი

18.09.23 15:37
დეოლიგარქიზაცია გულისხმობს, რომ ფარული გავლენა არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ფარცხალაძეს - სამადაშვილი

"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დასამტკიცებლად ემზადება - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კანონის მიღება მხოლოდ ფორმალობაა.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, "ქართული ოცნება" რეალურ ოლიგარქს - ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება და კანონპროექტის დამტკიცებად ფარსია.

როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს, ეს გულისხმობს, რომ ფარული გავლენა არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილის, ფარცხალაძის და მსგავს პერსონაჟებს. ამიტომ ახლა კანონის მიღება-არ მიღება ვფიქრობ, რომ არაფერს შეცვლის, ეს არანაირად არ არის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, არის მორიგ ჯერზე ფორმალობა, თითქოს "ქართული ოცნება" რაღაც მოძრაობას აკეთებს,“ - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები