დეოლიგარქიზაცია არის დებიძინიზაცია, დეფარცხალიზაცია, დეღარიბაშვილიზაცია, დეკალაძიზაცია - ვაშაძე
"დეოლიგარქიზაცია საქართველოში არის დებიძინიზაცია, დეფარცხალიზაცია, დეღარიბაშვილიზაცია, დეკალაძიზაცია - ეს კანონი ამოიღეთ, წაიკითხეთ, რომელიმესთან დაკავშირებით რაიმე სიმპტომი თუ არის," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
როგორც ვაშაძე ამბობს, კანონპროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ერთი წლის წინ შეიმუშავა და მესამე მოსმენით დამტკიცებას ცდილობს, საერთოდ არ ეხება არც ბიძინა ივანიშვილს და არც რუს-ქართველ ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამერიკამ დაასანქცირა.
დეოლიგარქიზაცია საქართველოში არის დებიძინიზაცია, დეფარცხალიზაცია, დეღარიბაშვილიზაცია, დეკალაძიზაცია - ეს კანონი ამოიღეთ, წაიკითხეთ, რომელიმესთან დაკავშირებით რაიმე სიმპტომი თუ არის. ეს არის კიდევ ერთი რაღაც დოკუმენტი, რომელსაც ევროპელებს ვერ შეატყუებენ, ქართველებს უნდათ შეატყუონ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მერე რაღაც თქვან, რომ აი, მე რაღაც მივიღე დეოლიგარქიზაციაზე - სისულელე, აბსურდი და ზღაპარი,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.