"შიშის დათესვას ცდილობენ" - "კანვა საქართველოს" დირექტორი სუსის განცხადებაზე
„კანვა საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე, რომელზეც სუსმა დღეს ასევე იერიში მიიტანა, ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ სუსის დღევანდელი განცხადება აქტიური ადამიანების დაშინებას ემსახურება.
რაღაცა ეჭვის საფუძველიც რომ მქონდა და სახელმწიფომ მისთვის არასასურველი პირების მიმართ ძალიან სასტიკი რეპრესიები გამოიყენა და ამ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება დაშინების სივრცის, საშიშროების განცდის შექმნას, პირველ რიგში, იმ ხალხისთვის, ვისაც ისინი აღიქვამენ აქტიურ ადამიანებად. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რაღაც გზაზე ბარიერები ჩაუდგან ამ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ხომ პირველად არ ვართ ამ დღეში. ვინც აქტიურია, მისთვის ეს 10 წელი რაღაც ასეთი ხელის გადაქაჩვის რეჟიმში ცხოვრება უწევს, - ამბობს მელაძე.