ხელისუფლებას საშემოდგომო და საგაზაფხულო უბედურებების დაანონსება ჩვევად ექცა - უსუფაშვილი

18.09.23 15:56
ხელისუფლებას საშემოდგომო და საგაზაფხულო უბედურებების დაანონსება ჩვევად ექცა - უსუფაშვილი

ხელისუფლებას საშემოდგომო და საგაზაფხულო უბედურებების დაანონსება ჩვევად ექცა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი სუსის განცხადების შემდეგ საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში "ოცნება" რთულ პოლიტიკურ ვითარებას ელოდება და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის  მითიც ამიტომ შექმნეს. 

სრულიად ცალსახაა, როგორც ჩანს, ოქტომბერ-ნოემბერში ელიან რთულ პოლიტიკურ ვითარებას თავისთვის და ახლა აანონსებენ ამ ყველაფერს. ხელისუფლებას ჩვევად ექცა, საშემოდგომა და საგაზაფხულო დაანონსებები უბედურების, რომ ზუსტად იციან, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს ვიღაცა, იარაღით და უბედურებით მოემართება საქართველოში ან სადღაც ორგანიზებას აკეტებს, ატყდება ხოლმე პოლიტიკური ხმაური, მერე ატყდება ხოლმე ძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და ხელშ შეგვრჩება ხოლმე ქუჩაში შეხლა-შემოხლა რაღაცა მიტინგების დროს მაქსიმუმ, - ამბობს უსუფაშვილი. 

მსგავსი სიახლეები