გვქონდა ინფორმაცია, რომ მეომრების შემოყვანა და მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ - ზარქუა უკრაინაზე

18.09.23 16:05
გვქონდა ინფორმაცია, რომ მეომრების შემოყვანა და მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ  - ზარქუა უკრაინაზე

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელზეც დღეს სუსმაც ისაუბრა, ხელისუფლებისთვის ცნობილი რამდენიმე თვის წინაც იყო. დეპუტატი ისევ ირწმუნება, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდა, თუმცა რამდენიმე მცდელობა უკვე ჩაუვარდათ.

მადლობა ამ პრევენციისთვის. გავიგეთ რისთვისაც ემზადებიან, საზოგადოებამაც იცის. არ მივცეთ ამ ხელმოცარულებს, რომ არიონ ჩვენი ქვეყანა და მეორე ფრონტი ამის შემდეგ გაიხსნას. გამორიცხულია. ზუსტად გვქონდა ჩვენ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც, რომ დიახ, ესენი, მათ შორის, იქ მეომრების შემოყვანა უნდოდათ და აქ რომ სისხლის გუბეები დამდგარიყო. ერთი, მეორე, ემსამე, მეოთხე ჩაუვარდათ. ემზადებიან მეხუთე ტალღისთვის, - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები