სკანდალი: პრემიერის სკანდალური ჩარტერი - ღარიბაშვილმა არდადეგებზე სამთავრობო პრიორიტეტებით ისარგებლა

18.09.23 17:01
სკანდალი: პრემიერის სკანდალური ჩარტერი - ღარიბაშვილმა არდადეგებზე სამთავრობო პრიორიტეტებით ისარგებლა

პრემიერის სკანდალური ჩარტერი და ანზორ ჩუბინიძის პასუხი "ტვ პირველს" - ირკვევა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ღარიბაშვილმა არდადეგებზე სამთავრობო პრიორიტეტებით ისარგებლა.

ეს ყველაფერი არ არის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წერილით დგინდება, რომ ფრენები ლიტერული რეისის გრიფით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აეროპორტში დაფრენის მომსახურების და დგომის დროს მგზავრები ისარგებლებენ სამთავრობო დელეგაციების პრივილეგიებით. 

მათ შორის არა მხოლოდ "ოცნების" ლიდერებმა, არამედ ყველამ, ვინც ამ თვითმფრინავით ევროპის ქალაქებში გაფრინდა. 

"პირველები" სახელმწიფო დაცვის ყოფილ შეფს, თემურ ჯანაშიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ლიტერული რეისი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება რეისს თუ მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალურ ვიზიტზე მიდიან.

ეს არის სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მხოლოდ ოფიციალურ დელეგაციებს ოფიციალური ვიზიტის დროს. ეს არ არსი კერძო ვიზიტის დროს, ეს არ არსი ჩვეულებრივი ჩარტერი. ჩვეულებრივი ჩარტერისგან ამით განსხვავდება. მინიჭებული აქვს უკვე კონკრეტკუ სტატუსი, რაც საშუალებას აძლევს მას თვითონ გადაფრენის მიმართულების აღების და დაჩქარებაზე. ამისთის საელჩოები არიან ჩართული და უფრო ოპერატიულად ხდება. გარდა ამისა, თვითონ ფრენის დროსაც მიმღები მხარე, ვთქვათ, აეროპორტი, პრიორიტეტს ანიჭებს ამ საფრენ საშუალებას, ეშელონის ცვლილება იქნება თუ შეუძლია ჰაერშიც მიმართულება შეცვალოს ბორტმა. რაც მთავარია, ყველა ქვეყანა გაფრთხილებულია, რომ ამ თითმფრინავიტ გადაადგილება, ამ რეისის შემადგენლობა არის ოფიციალური დელეგაცია. ალბათ ეს იქნება თანამებობის ბოროტად გამოყენება, იმიტომ, რომ ეს იყო მისი კერძო ვიზიტი, შესაბამისად, ამ თვითმფრინავს არ შეიძლებოა მინიჭებოდა ოფიციალური დელეგაციის და ოფიციალური ვიზიტის სტატუსი, - ამბობს ჯანაშია. 

სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების სკანდალი "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა 9 სექტემბერს გახეთქეს. 

ფაქტებით და მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ღარიბაშვილი შვილთან ერთად, ჩარტერული რეისით, სამთავრობო თვითმფრინავით გაემგზავრა.

ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა მიუნხენში.