დადასტურდა, რომ სწორედ სახელმწიფოს ხარჯზე, ოფიციალური რეისებით დაფრინავდნენ შოპინგებზე - ვაშაძე სკანდალურ ჩარტერებზე
ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ მაღალჩინოსნები ცარტერით ფრენის დროს სამთავრობო დელეგაციის პრივილეგიებით სარგებლობდნენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამას ცხადყოფს, ის ფაქტიც, რომ ფრენების ლიტერული რეისეით შესრულდა, რაც მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების დროს ხდება.
ლიტერი, ეს ენიჭება მხოლოდ იმ რეისებს, რომლითაც სამთავრობო დელეგაციები ადფრინავენ. კომერციულ რეისებს ეს არ ენიჭებათ. ამიტომ, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ სწორედ სახელმწიფოს ხარჯზე, სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფიციალური რეისებით დაფრინავდნენ შოპინგებზე, დაფრინავდნენ მილანებში, მიუნჰენებშ. საქართველო გამოიყენეს მათი პირადი ინტერესებისთვის, რომ განსაკუთრებული, გამოყოფილი უპირატესობა მიეცათ ამ თითმფრინავისთვის, - ამბობს გიორგი ვაშაძე.