დადასტურდა, რომ ღარიბაშვილმა თავისი ოჯახი ევროპასა და აშშ-ში სახელმწიფო ბიუჯეტით წაიყვანა - დეკანოიძე

18.09.23 17:32
დადასტურდა, რომ ღარიბაშვილმა თავისი ოჯახი ევროპასა და აშშ-ში სახელმწიფო ბიუჯეტით წაიყვანა - დეკანოიძე

სუსის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სუსის წერილის შემდეგ უკვე დარწმუნებით ამბობს, რომ პრემიერმა ფრენების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელა. საუბარია წერილზე, სადაც ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ  ფრენები ლიტერული რეისის გრიფით შესრულდა.

დეკანოიძე ამბობს, რომ საქმე სისხლის სამართვლის დანაშაულთან გვაქვს. 

ის რეისი, რომელზეც საუბრობს ეს წერილი, ცალკე დაფინანსებული ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ რეალურად, სახელმწიფო ბალანსზეა და ასევე, სხვა ქვეყნებს გასაჩერებლად, ავზის ასავსებად, რა თქმა უნა, სჭირდება ძალიან მყარი გარანტია იმის, რომ ეს არის სახელმწიფო დელეგაცია, ამიტომ ეს არის ტყუილი, სისხლის სამართლის დანაშაული, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, და არავითარი ტარიელ ღარიბაშვილის თანხა აქ არ არის გადახდილი. სახელმწიფო ბიუჯეტით წაიყვანა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი ოჯახი ევროპაში და შემდეგ აშშ-ში,- ამბობს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები