რატომ შესრულდა ღარიბაშვილის ფრენა ლიტერული რეისით? - "ოცნებას" პასუხი არ აქვს
თუ ჩარტერით ფრენის საფასური პრემიერმა გადაიხადა, მაშინ რატომ შესრულა ფრენა ლიტერული რეისით? - კითხვაზე პასუხის გაცემა "ოცნებას" გაუჭირდა. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ლიტერული რეისი შესახებ ინფორმაცაის არ ფლობს და საკითხით დაინტერესდება.
პრემიერ-მინისტრმა და მისმა ადმინისტრაციამ გასცა კითხვას პასუხი ორივე შეკითხვას. პირველი, საბიუჯეტო სახსრები არ ყოფილა გამოყენებული და ამის გადამოწმება ყველა შეუძლია, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით და მეორე, რომ პირად დანახარჯებთან დაკავშირეით ის კანონით დადგენილი წესით, დეკლარაციით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. მე არ ვიცი, რომ ახლავე გიპასუხოთ ამაზე, თუმცა შემიძლია, რომ დავინტერესდე ამ საკითხით და გავერკვე, - ამბობს თალაკვაძე.