ფარცხალაძე სააკაშვილის თემას ჯერ კიდევ 2014 წლიდან კურირებს- ბექა ბასილაია

18.09.23 18:02
ფარცხალაძე სააკაშვილის თემას ჯერ კიდევ 2014 წლიდან კურირებს- ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის გზავნილს, რომელიც ამბობს, რომ მის წინააღმეგ შეთითხნილ საქმეებს სწორედ ოთარ ფარცხალაძე კურირებს, მესამე პრეზიდენტის ადვოკატიც ადასტურებს. ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმეგ დაწყებულ რპოცესებს ჯერ კიდევ 2014 წლიდან ორკესტრირებდა. 

2014 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნა უკანონო ბრალდებები წარდგენილი და შემდგომ პერიოდში, როცა მის მიმართ გამოვიდა სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო განაჩენები, ამ პროცესს ორკესტრირებდა ოთარ ფარცხალაძე. უფრო მეტიც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო განხილვები თუ როგორ გააწყვეტილება უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ, ოთარ ფარცხალაძე კურირებდა, ფაქტობრივად ამ თემებს. ოთარ ფარცხალაძე არის პირი, რომელიც არის ბიძნა ივანიშვილის ერთ-ერთი რგოლი რუსეტთან ურთიერთობაში  და ოთარ ფარცხალაძე არის პირი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩაბარებული ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული  საქმიანობა, - ამბობს ბექა ბასილაია. 
 

მსგავსი სიახლეები