"საგამოძიებო უწყებები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ" - ლონდა თოლორაია ფარცხალაძის საქმეზე

18.09.23 18:13
"საგამოძიებო უწყებები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ" - ლონდა თოლორაია ფარცხალაძის საქმეზე

საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს. საქმე ეხება აშშ-ს მიერ ყოფილი გენპროკურორის ჯაშუშობაში მხილებას.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ საქმეში ბევრი დანაშაული იკვეთება. 

საგამოძიებო უწყებები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ არცერთ მნიშვნელოვან საქმეზე. პირველი, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა დაწყებულიყო გამოძიება სამოხელეო დანაშაულის არაერთი მუხლით, ბევრი მუხლი შეიძლება, ბევრი დანაშაული შეიძლება აქ დაინახო, უნდა დაწყებულიყო გამოძიება და არა შესწავლა, რომელიც, მე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რა სამართლებრივი ცნებაა, საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებაზე. ამიტომ ახლა უკვე უნდა იყოს გამოძიება დაწყებული, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული. ეს შეიძლება იყოს ქვეუნის ღალატი, ჯაშუშობა, ფულის გათეთრება, - ამბობს ლონდა თოლორაია. 

მსგავსი სიახლეები