უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ზაქრო შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.
საქართველოს მოქალაქე ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.