ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ გენერალური პროკურორი ФСБ-ის აგენტი ყოფილა - პრეზიდენტი

18.09.23 18:40
ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ გენერალური პროკურორი ФСБ-ის აგენტი ყოფილა - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პრეზიდენტის კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. 

"ყველაზე დიდი უბედურება"- ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ყოფილი პროკურორი დაასანქცირა. 

ირკვევა ისიც, რომ პრეზიდენტს აშშ-დან მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რა გახდა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი. 

ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება ჩემი ვიზიტებია ევროპაში. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში ყოფილა ФСБ-ს თუ КГБ-ს აგენტი. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა,როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი იმ უწყებებში, რომლებიც უნდა იძიებდნენ.

მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს, დეტალურ გამოძიებას, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა.

შევხვდი ამერიკის საელჩოს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა და მგონი, კარგი იქნება, რომ უწყებებმა, რომლებიც აქ პასუხისმგებლები არიან, დროულად გაგვცენ პასუხები. მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს და არავინ სთხოვს აშშ-ს რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი ყველაფერი ნათელია, აქ არის გამოძიება ჩასატარებელი და ის ანგარიშები გასაჩერებელი, ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს, ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

რაც შეეხება "შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებას, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა, ეს დღეს სალომე ზურაბიშვილმა ღიად დაადსტურა. 

მოქალაქეობაზე იყო აქცენტები, ჩვენთან არ მოსულა არანაირი ინფორმაცია და არც მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელი არის, სად არის პასუხისმგებლობა"- თქვა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები