მომავალი არ შეიძლება იყოს რუსეთი, მე არ დავუშვებ, ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება - პრეზიდენტი

18.09.23 19:03
მომავალი არ შეიძლება იყოს რუსეთი, მე არ დავუშვებ, ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება - პრეზიდენტი

საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში - საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ხელისუფლება მთავარი საკითხის გადაფარვას ცდილობს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და უთხრა, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის ევროპულ ტურნეს გააგრძელებს.

ჩვენ როცა ვართ ევროპის კართან მოსული, ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს თავისით არ მოდის, ეს მთავარი გზა, რაც გასავლელია, არის ჩვენი, თქვენი, ქვეყნის მიერ ერთად გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ნებისმიერი ნაბიჯი შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, იმ სფეროში სადაც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, ანალიტიკური ექსპერტების სფერო, ყველას აქვს თავისი როლი - ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, მაგრამ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია," - ამბობს პრეზიდენტი.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი იყოს. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროპაგანდა, თითქოს, სტატუსის მიღება შორეული პერსპექტივაა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი, საქართველო ამას არ დაუშვებს - მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები