ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები გაყინულია

ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები გაყინულია. ვაშინგტონის შავ სიაში მოხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, ყოფილი მთავარი პროკურორის ანგარიშები დაეყადაღებინა. დღეიდან ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ტერიტორიაზე ფულს ვეღარ გამოიყენებს. შეზღუდულია აქტივებზე წვდომა და ტრანზაქციების განხორციელება, თუმცა ეროვნული ბანკი არაფერს ამბობს ფარცხალაძის ოჯახის წევრების ანგარიშებზე. ქონების დიდი ნაწილი ყველაზე მდიდარი პროკურორის მეუღლისა და შვილის სახელზეა გადაფორმებული.
საბანკო ანგარიშების გაყინვა ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რაც საქართველოში ფარცხალაძეს შეეხო. სხვა მხრივ ივანიშვილის სანდო კაცი ხელშეუხებელია. სანქცირებული ექს პროკურორი ამ დრომდე გამოკითხვაზეც კი არ არის დაბარებული. არადა აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე პრაქტიკულად ქვეყნის ღალატსა და პუტინის სპეც სამსახურებთან თანამშრომლობაში ამხილა.
ასეთი მძიმე ბრალდება ამ დრომდე არავის წინააღმდეგ მოგვისმენია. გამოდის, რომ წლების წინ ქვეყნის პროკურატურა პრაქტიკულად რუსეთის აგენტს ჰქონდა ჩაბარებული, მისი ახლო მეგობარი კი ახლა არის გენერალური პროკურორი. ამიტომ დღეს ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთოხნით საპროტესტო აქცია გაიმართა.