პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავით ნისიად იფრინა - რა პრივილეგიებით ისარგებლა ირაკლი ღარიბაშვილმა

პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავით ნისიად იფრინა. ანზორ ჩუბინიძის წერილი "პირველებს", საიდანაც ვიგებთ, რომ ღარიბაშვილის მამის ფული ჯერ კომპანია "აირზენასთვის" არ ჩაურიცხავთ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა დუმილი დაარღვია და პრემიერი კიდევ უფრო დიდ შარში გახვია. ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები შვებულებაში, დასასვენებლად ან საშოპინგოდ იგივე პრივილეგიებით დაფრინავენ, რაც ოფიციალური ვიზიტების დროს. ანუ სარგებლობენ სამთავრობო გასასვლელებით და მათი რეისები პრიორიტეტულია. სწორედ ამ სტატუსით იფრინა პრემიერმა მიუნხენშიც, როცა ამერიკული არდადეგები მოიწყო.
არანაკლებ შარშია თბილისის მერი. როგორც გაირკვა ბორტი ნომერი ერთი კალაძისთვის დასვენების და შოპინგის მთავარი ტრანსპორტია. ქირაობს როცა უნდა და რამდენჯერაც უნდა, თუმცა როდის და რამდენი გადაიხადა გაჭირვებული ქალაქის მდიდარმა მერმა, რომელიც მოქალაქეებთან ერთად ფრენასაც არ კადრულობს უცნობია.
ირწმუნება, რომ უფასოდ არ უფრენია, თუმცა მის დეკლარაციაში ასეთი თანხა არ იძებნება. არც დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებს და ისიც პრემიერის მსგავსად ანზორ ჩუბინიძესთან გვამისამართებს.
რა წერია ჩუბინიძის მიერ გამოგზავნილ პასუხში - ნანუკა ქაჯაიას განაგრძობს ამ თემაზე საუბარს.