360 ათას პენსიონერს და სოციალური დახმარების მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული - უმძიმესი სტატისტიკა

ღარიბაშვილის წარმოდგენით აყვავებული ეკონომიკის ქვეყანაში, სადაც ადამიანები მდიდრდებიან, რეალურად მოქალაქეები შიმშილისგან თავის გადარჩენას ცდილობენ.
კიდევ ერთი საგანგაშო სტატისტიკა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პენსიონერები. ათი ათასობით ადამიანს თვიდან თვემდე პენსია თავის გადასარჩენად არ ყოფნის. არ იციან საკვები იყიდონ, თუ მედიკამენტები და ამიტომ ბანკიდან სესხი გამოაქვს.
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 360 ათას პენსიონერს და სოციალური დახმარების მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. საბანკო ვალდებულებას რაც შეიძლება ბევრ წელზე ანაწილებენ, მთელ პენსიას ისევ პროცენტში იხდიან და ყოველი თვის ბოლოს მათ ანგარიშზე ერთი თეთრიც კი აღარ რჩება.