შოვის ტრაგედია - ოპოზიცია ვახტანგ გომელაურთან შესახვედრად ემზადება

18.09.23 20:41
შოვის ტრაგედია - ოპოზიცია ვახტანგ გომელაურთან შესახვედრად ემზადება

ოპოზიცია ვახტანგ გომელაურთან შესახვედრად ემზადება. ვიდრე შს მინისტრი პარლამენტში მოვა, "ნაციონალური მოძრაობა" შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე აქტიურ კონსულტაციებს გადის. დღეს პარლამენტში გეოლოგებთან და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

პარალელურად ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შესაძლებელი იყო შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება  - ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.