ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონს არ მიიღებს
ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონს არ მიიღებს - განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
უფრო კონკრეტულად, კობახიძის თქმით, უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრის კენჭს და მხარს არ დაუჭერს.
ირკვევა, რომ მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. პროექტს საბოლოო სახე კი ევროკომისიასთან მუშაობის შედეგად მიეცემა.
პარტიის ლიდერის განმარტებით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს „რამდენიმე ძირითად მიმართულებას და ყველა შესაბამის სფეროს“.
"ოცნების" გადაწყვეტილებითვე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემუშავდა ცვლილებები, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიციირდება პარლამენტში და გაეგზავნება ვენეციის კომისიას.