მტკიცებულებები არ არსებობს - კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე

18.09.23 20:33
მტკიცებულებები არ არსებობს - კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე

აშშ-ის სანქციები ოთარ ფარცხალაძეს - "ქართული ოცნება" ყოფილი გენერალური პროკურორის დაცვის რეჟიმშია. მმართველი გუნდის დეპუტატები ამერიკას ფარცხალაძის დასანქცირების გამო კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენას სთხოვენ.

ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად ჩვენთვის რთულია ამ თემაზე რეაგირება. როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ვრცელდება, საუბარია ФСБ-ს აგენტობაზე და იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ და არასწორ გავლენას. როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, მას წესით უნდა მოჰყვეს მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. რა თქმა უნდა, ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როდესაც მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელია"- აცხადებს კობახიძე.