ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - კობახიძე სებ-ის მიერ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის აქტივების და გადარიცხვების შეზღუდვაზე ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.
ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი. იცით, საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებითაა დაცული კონსტიტუციით“, – განაცხადა კობახიძემ.
ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე წვდომა და ფინანსური გადარიცხვები შეუჩერეს.