ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რათა ვითარების არევის მცდელობა აღიკვეთოს - კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

"ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, იმისთვის რომ აღიკვეთოს ნებისმიერი ვითარების არევის მცდელობა" - ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
"ინფორმაცია შემაშფოთებელია" - თქვა კობახიძემ.
სუს-ის მიერ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაანონსდა და ისევ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
ვინ, სად, როგორ გეგმავს გადატრიალებას - არ ვიცით. გამოდის ,რომ სუსის მაღალჩინოსანს, რომელმაც დღეს ეს ამბავი გვაცნობა, სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ლილუაშვილის უწყებაში დაწერილი სცენარი კი ასე გამოიყურება - კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში თბილისში კარვების ქალაქი მოეწყობა, სადაც აფეთქებაა დაგეგმილი.
სახელდება ორგანიზატორები კიევიდან, უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და ქართველი მებრძოლები მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.
მათთან ერთად კი სუსმა ახალგაზრდების დისკრედიტაციის ახალი კამპანიაც დაიწყო. მთავარი სამიზნე სტუდენტები არიან. მათ ჯერ პრემიერმა სატანისტები ეძახა, ახლა კი სუსი შემოდგომაზე დაგეგმილი რევოლუციის მზადებაში ადანაშაულებს. არეულობის ერთ-ერთი მთავარ ორგანიზატორად კი ორგანიზაცია კანვას საქართველო გამოაცხადეს.