"ოცნების" ხელისუფლება უკრაინის დემონიზებას ცდილობს, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები - უკრაინა

18.09.23 22:24
"ოცნების" ხელისუფლება უკრაინის დემონიზებას ცდილობს, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები - უკრაინა

სუსი-ს სკანდალურ განცხადებას ოფიციალური კიევის პასუხი უკვე მოჰყვა - "საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას"- ამბობენ ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ისინი "არ ერევიან მათ საშინაო საქმეებში".

საუბარიამ სუს-ის განცხადებასზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ დღეს დილით ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროების გარეშე გაავრცელა და რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში აჯანყება მზადდებოდა, მის მომზადებაში კი უკრაინული მხარე მონაწილეობდა.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას" - წერს ოლეგ ნიკოლენკო.