რუსთავში სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს
რუსთავში, 49 ლეპტოპი მოიპარეს, - "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 23-ე საჯარო სკოლიდან, ორმა 20 წლამდე პირმა, პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ. ორივე მათგანი დაკავებულია.
ლეპტოპები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.