ზელენსკი ამერიკაშია - უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

19.09.23 10:49
ზელენსკი ამერიკაშია - უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასაბლეაზე დასასწრებად შტატებში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი შეხვედრას ჯო ბაიდენთან, კონგრესმენებთან და  ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან გამართავს. დაგეგმილია ზელენსკის სიტყვით გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზეც. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით    გაეროს წევრ ქვეყნებს  კონკრეტულ წინადადებას  გააცნობს.

მსგავსი სიახლეები