ვის ხელშია პრეზიდენტის ბედი? - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
ვის ხელშია პრეზიდენტის ბედი? - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ევა გოცირიძეს საკმაოდ სკანდალური ბიოგრაფია აქვს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დიდ ნაწილს მმართველი პარტია აკონტროლებს, რადგან უმეტესობა სწორედ "ოცნების" მიერ არის დანიშნული.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სკანდალური ბიოგრაფია აქვს იუსტიციის საბჭოს წევრად მოღვაწეობის ნაწილში განსაკუთრებით და ის არის მონაწილე მურუსიძის ნაწილში უვადოდ დატოვების, მე არ გამოვყოფდი მას განსაკუთრებულად, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დიდ ნაწილს სამწუხაროდ, აკონტროლებს მმართველი პარტია. თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს გამოვყოფდი საკონსტიტუციოში, მაგრამ უმრავლესობა ისე არის დანიშნული, რომ მათი დამოუკიდებლობის მიმართ მაღალი მოლოდინები არ არის". - ამბობს ნაცვლიშვილი.
"გახარიას გუნდი" კი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბედი საკონსტიტუციო სასამართლოში კლანის წევრ მოსამართლეს, ევა გოცირიძეს რომ მიანდეს, ეს არ უკვირს, რადგან სასამართლო სისტემა, რომ პარტიულ ვერტიკალს არის დაქვემდებარებული ეს ისედაც ცნობილია.
ანა ბუჩუკურის თქმით, მაშინ როდესაც მთავრობა ჩარტერებით დაფრინავს და სამთავრობო ბორტს იყენებს, ამ დროს კი პრეზიდენტს ევროინტეგრაციისთვის ხელის შესაწყობად ევროპაში ტური ეკრძალება, ეს მოცემულობა ყველაფერს თავად ამბობს.
სასამართლო სისტემაში რომ სრულად გავლენა აქვს "ქართულ ოცნებას" და პარტიულ ვერტიკალს არის დაქვემდებარებული, ეს ვიცით ისედაც. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩარტერებისთვის, რომელიც 100 ათასად არის შეფასებული, კარგად იყენებენ სამთავრობო ბორტს და როცა ეს პრეზიდენტს, ანუ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს სჭირდება იმისათვის, რომ ევროინტეგრაციას შეუწყოს ხელი, როგორც ჩანს უკრძალავენ. ეს მგონი ყველაფერს თვითონ ამბობს". - ამბობს ანა ბუჩუკური.
პრეზიდენტის ბედი ევა გოცირიძის ხელშია - საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელ მოსამართლედ ქართული ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი გოცირიძე დაინიშნა, რომელიც სასამართლო კლანის წევრია.
პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მისი იმპიჩმენტი ოცნებამ ფინალში გაიყვანოს ეს ზურაბიშვილმა გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის დროსაც თქვა, თუმცა პრეზიდენტი ამბობს რომ რომც გადააყენონ ევროპაში მოგზაურობას და ქვეყნისთვის სტატუსი მინიჭების ლობირებას მაინც გააგრძელებს.