კობახიძე სებ-ის წინააღმდეგ - ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში დადანაშაულებული უწყება ამ დრომდე დუმს
კობახიძე-ეროვნული ბანკის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში დადანაშაულებული უწყება ხმაურიან ბრალდებაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
მმართველი ეროვნულ ბანკთან ღია დაპირისპირებაში სებ-ის იმ გადაწყვეტილების გამო შევიდა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ქართული ანგარიშები გაუყინა.
"პირველები" დილიდან ეროვნული ბანკის შენობასთან იმყოფება, თუმცა იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა.
თუმცა, როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, არ არის გამორიცხული, ფარცხალაძის თეაზე თურნავამ მედიასთან დღის ბოლომდე ისაუბროს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გუგავამ "პირველების" არცერთ კითხვას არ უპასუხა.