"ოცნების" მნიშვნელოვანია, რომ დაიცვან რუსეთის აგენტი და პრობლემები შეუქმნან პრეზიდენტს - გიგაური

19.09.23 11:38
"ოცნების" მნიშვნელოვანია, რომ დაიცვან რუსეთის აგენტი და პრობლემები შეუქმნან პრეზიდენტს - გიგაური

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური სასაცილოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის პასუხს სთხოვს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო და ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამერიკამ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებში ამხილა, იცავს.

სასაცილოა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ედავებიან, რომ ის დადის ევროპაში და ევროპის მაღალჩინოსნებს ხვდება და სთხოვს მათ, რომ სტატუსი მივიღოთ და მეორეს მხრივ, "ოცნება" იცავს ადამიანს, რომელსაც აქვს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირები. ეს მიუთითებს მათ სტანდარტზე. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიცვან რუსეთის აგენტი და პრობლემები შეუქმნან იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ევროპის და ნატოს ნაწილი გახდეს. 

პრეზიდენტის ბედი ევა გოცირიძის ხელშია - საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელ მოსამართლედ ქართული ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი გოცირიძე დაინიშნა, რომელიც სასამართლო კლანის წევრია.

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მისი იმპიჩმენტი ოცნებამ ფინალში გაიყვანოს  ეს ზურაბიშვილმა გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის დროსაც თქვა, თუმცა პრეზიდენტი ამბობს რომ რომც გადააყენონ ევროპაში მოგზაურობას და ქვეყნისთვის სტატუსი მინიჭების ლობირებას მაინც გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები