არ გქონდეთ ილუზია, რომ ქვეყნის ნაძარცვ ფულს აშშ-სა და ევროპაში მშვიდად წაიღებთ -ნაცვლიშვილი ოცნებას

19.09.23 11:47
არ გქონდეთ ილუზია, რომ ქვეყნის ნაძარცვ ფულს აშშ-სა და ევროპაში მშვიდად წაიღებთ -ნაცვლიშვილი ოცნებას

დაემუქრო ეროვნულ ბანკს და შესაბამისად, საფინანსო სექტორს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ დაემუქრო თითოეული მოქალაქის მძიმე შრომით მოპოვებულ დანაზოგს, ხელფასს პენსიას და ა.შ. - ასე ეხმიანება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ სები ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების გაყინვის გამო გააკრიტიკა და გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციური უწოდა. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ირაკლი კობახიძე გუშინ თითოეულ მოქალაქეს დაემუქრა".

მინდა, გავაფრთხილო ქართული ოცნების ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ოჯახები და მათთვის ძვირფასი ადამიანები ჰყავთ გახიზნული დასავლეთში, რომ არ ჰქონდეთ ილუზია იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნის ნაძარცვ ფულს აშშ-სა და ევროპაში მშვიდად წაიღებენ და მერე იქ ბედნიერად იცხოვრებენ"- აცხადებს ნაცვლიშვილი. 

მსგავსი სიახლეები