ველოდები, "ოცნებამ" სებ-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ პროცედურები იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს - ჯაფარიძე

19.09.23 12:09
ველოდები, "ოცნებამ" სებ-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ პროცედურები იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს - ჯაფარიძე

გირჩი მეტი-თავისუფლების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პროკურორისთვის დაწესებული სანქციების გამო, "ქართულმა ოცნებამ" ეროვნული ბანკის მენეჯმენტის წინააღმდეგ გარკვეული პროცედურები დაიწყოს. 

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ შემთხვევაში "კონსტიტუციის დარღვევის" ე.წ. მოტივს გამოიყენებს: 

ანგარიშების კარგია, ამის გამო შესაძლოა, "ოცნებაში" ვიღაცებს შეეშინდეთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით რასავ ვუყურებთ, მაგის ნიშნები არ ჩანს. ამ ეტაპზე კობახიძის განცხადება ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუცია დაარღვია. შესაბამისად, როგორც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით ამბობდნენ, რომ კონსტიტუციის დარღვევის გატარება არ შეიძლება და იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთო, ახლაც ველოდები დაიწყონ პროცედურები ეროვნული ბანკის მენეჯმენტის წინააღმდეგ და მოუხსნან ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სანქციები"- აცხადებს ჯახარიძე. 

ვაშინგტონის შავ სიაში მოხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, ყოფილი მთავარი პროკურორის ანგარიშები დაეყადაღებინა. ფაქტს მალევე მოჰყვა "ქართული ოცნების" რეაქცია, ირაკლი კობახიძემ სებ-ი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. 

 

მსგავსი სიახლეები