არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე" - გვარამია

19.09.23 12:09
არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე" - გვარამია

არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე" - "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ სუს-ის გუშინდელი განცხადება, ამ უმძიმესი ამბიდან ფოკუსს საზოგადოებას სხვა თემაზე ვერ გადაატანინებს.

გვარამია წეს, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე პასუხის გაცემაც მოუწევს მმართველ გუნდს და პასუხისმგებლობაც.

"არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე". 
არ გადავიტანთ ფოკუსს ამ უმძიმესი ამბიდან ნებისმიერ სხვაზე, მით უფრო, გუშინ შემოთავაზებულ ბოდვაზე. 
რაც გინდათ აქვეყნეთ და იყავით, მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა იმაზე, რომ ივანიშვილის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი წევრი და ხელისუფლების (განსაკუთრებით, სასამართლოს და პროკურატურის) ე.წ. მაყურებელი ფსბ-ს აგენტი რომ იყო და საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებდა.
პასუხის გაცემაც მოგიწევთ და პასუხისმგებლობაც." წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები