პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ადმინისტრაცია
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებას, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა, ეს დღეს სალომე ზურაბიშვილმა ღიად დაადასტურა.
"პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა"- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა, მიზეზი კი სავარაუდოდ, ღარიბაშვილთან მეგობრობაა. არადა, საქართველოს ორგანული კანონის 21-ე თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს მას ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა.
უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ქართული პასპორტი ავტომატურად უნდა გაუქმებულიყო და ფარცხალაძეს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, თუმცა ფარცხალაძემ ეს არ გააკეთა.