გაემიჯნეთ ჯაშუშ ფარცხალაძეს - ვაშაძე

19.09.23 15:18
გაემიჯნეთ ჯაშუშ ფარცხალაძეს - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ოცნებას" მოუწოდა, რომ ჯაშუშ ოთარ ფარცხალაძეს გაემიჯნონ, რადგან ვაშაძის თქმით, რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა რუსეთის ჯაშუშს იცავ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და უთხრა, რომ აუცილებლად მიიყვანენ საქართველოს ევროკავშირში.

რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს დანიშნავ გენერალურ პროკურორად; როცა მისი სანქცირების შემდგომ, რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს იცავ საქვეყნოდ; 

მივმართავ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ყველას, გაემიჯნეთ ჯაშუშ ფარცხალაძეს, რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ანტიქართულ ქმედებებს საქართველოში, გადადით ხალხის მხარეს. საქართველოს ისტორიაში ადამიანები, ვინც რუსეთთან თანამშრომლობდნენ, არასდროს დაფასებულები არ ყოფილან და ვერც ვერასდროს მოხდება. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მოვიყვანთ ევროკავშირს საქართველოში და ავაშენებთ ძლიერ, ერთიან საქართველოს, სადაც ემიგრანტებიც დაბრუნებიდან და ღირსეულადაც ვიცხოვრებთ ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიტანთ გამარჯვების გოლს!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები