თქვენ სახლში დაეტიეთ და ზურაბიშვილს მიეცით შესაძლებლობა, გადაარჩინოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი - სამადაშვილი

19.09.23 15:27
თქვენ სახლში დაეტიეთ და ზურაბიშვილს მიეცით შესაძლებლობა, გადაარჩინოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე "ოცნებას" მოუწოდა, რომ ნაკლებად იარონ ევროპაში, სახლში დაეტიონ და სალომე ზურაბიშვილს მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ გადაარჩინოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

რაც ნაკლებს ივლით თქვენ, ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის წვრილფეხა მატყუარები ევროპაში და რაც ნაკლებ ტყუილებს ეტყვით ამ ადამიანებს, რომ თითქოს, მათი მოთხოვნა შესრულებულია, მით მაღალი შანსია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. თქვენ სახლში დაეტიეთ და სალომე ზურაბიშვილს მიეცით შესაძლებლობა, გადაარჩინოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. რომ გესმოდეთ, რას ფიქრობენ ევროპელები თქვენი შეხვედრების შემდეგ, ალბათ, ძალიან შეგრცხვებოდათ". - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები