როგორ შეინარჩუნა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა - "ოცნებას" პასუხი არ აქვს
როგორ შეინარჩუნა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა - კითხვას "ოცნება" ვერ პასუხობს. ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს და "პირველებს" შესაბამის უწყებასთან ამისამართებს.
არავითარი პროცედურა არ უწარმოებია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ცნობილი გახდა, რომ ის იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. მისწერეთ შესაბამის უწყებას და ჰკითხეთ, დაკარგა-არ დაკარგა, მე წარმოდგენა არ მაქვს. მოიკითხეთ, - ამბობს ბექა დავითულიანი.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა.