სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო - ელისაშვილი

19.09.23 15:36
სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო - ელისაშვილი

სუს-ი უნდა გამოსულიყო და მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო -  „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სუს-მა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ არის ჯაშუში და ვინ არა.

სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა ან უნდა მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის - ვის აბრალებთ, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო?! ან მანამდე უნდა დაეჭირა და თვითონ გამოევლინა ეს, ამისთვის არის ეს სამსახური  ჩვენ რომ დაგვდევდეს და გვიღებდეს ვინ სად დადის, ამისთვის კი არ არსებობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იყოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები