"ეროვნული სირცხვილია" - ხერხეულიძე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებაზე
ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩნებას ეროვნულ სირცხვილად აფასებს. ოპოზიციის წევრი პარალელს მიხეილ სააკაშვილთან ავლებს. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც რეფრომების გამტარებელ მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ყოფილ გენპროკურორს, რომელსაც ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს, მოქალაქეობას უნარჩუნებენ.
ეს არის მართლა ეროვნული სირცხვილი, როდესაც საქართელოს მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა იმისთვის, რომ ქართულ სახელმწიფოს ჰქონდეს იმიჯი, რაც მანამდე მას არ ჰქონია, ურეპუტაციო ქვეყნიდან გახდა რეპუტაციის მქონე საქართელო, დღეს ამ ადამიანს, ამ რუსის მსახური ადამიანების მეშვეობით წაართვეს მოქალაქეობა. ხოლო ფარცხალაძეს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოაქვს ქვეყნისთის, უნარჩუნებენ საქართველოს მოქალაქეობას. უბრალოდ, წარმოიდგინონ ცუდიც, კარგიც მიხეილ სააკაშილის მიერ გატარებული ამ ქვეყნისთვის საქმეები და წარმოიდგინონ ფარცხალაძის. აქვე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ფარცახალაძის მიერ შეკერილი საქმით იხდის უკანონო სასჯელს მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც აქამდე იყო გასამართლებული პოლიტიკური დევნით, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა.