სანქცირებული ფარცხალაძის საქმე - ხატია დეგანოიძეს ლილუაშვილსა და შოთაძესთან კითხვები აქვს
რატომ გრძელდება ფარცხალაძის დაუსჯელობა - ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში არა მხოლოდ ლილუაშვილი, არამედ მოქმედი გენპროკურორიც უნდა დაიბარონ. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ შოთაძე ფარცხალაძის დანიშნულია და შესაბამისად, კითხვები ჯაშუშურ საქმიანობასთან დაკავშირებით ორივესთან მიმართებაში არსებობს.
არა მხოლოდ ლილუაშვილი, ასევე, საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოცხადდეს შოთაძე, რომელიც დანიშნულია ზუსტად ფარცხალაძის მიერ და წარმოადგენს ფარცხალაძის კადრს და გენერალური პროკურორი აქებს ადამიანს, რომელიც არის ფსბ-ს აგენტი, ანუ რა გამოდის, რომ შესაძლებელია კავშირები ჰქონდეს ჯაშუშური, მათ შორის, ფარცხალაძეს და შოთაძეს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კომიტეტზეც და სასესიო დარბაზშიც დავიბაროთ და გასცენ პასუხი იმ კითხვას, რაც აქვს საზოგადოებას. როგორ მოხდა, რომ ფსბ-ს აგენტი დაინიშნა გენერალურ პროკურორად, რატომ გრძელდება ფარცხალაძის დაუსჯელობა, შოთაძეს რა კავშირები აქვს ფარცხალაძესთან, - ამბობს დეკანოიძე.