ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალას"- კობახიძე
"ხალხის ძალის" პოზიციას, თითქოს აშშ-ს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და არეულობა უნდა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც იზიარებს. ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ახლადდანიშნულ აშშ-ს ელჩთან წარმატებული თანამშრომლობა ექნება.
ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი კელი დეგნანსაც იხსენებს და ამბობს, რომ წინა ელჩთან მათ ხელისუფლებას ბევრი პრობლემა შეექმნა.
რისკები არსებობს, ამაზე იყო საუბარი სუსის მიერ გაკეთებულ ბრიფინგში, შესაბამისად, არცერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილს. მათ აქვთ შიშები, მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ქალბატონ რობინ დანიგანთან შედგება არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რამაც უნდა გააღრმავოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. სერიოზული პრობლემები შექმნა, ეს არ იყო მარტივი პრობლემები, რაც წინა ელჩმა შექმნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რადიკალურად შემოტრიალდება ახალი ელჩის პირობებში, - ამბობს ირაკლი კობახიძე.