რომელი უწყების დათმობას სთხოვდა პუტინი სააკაშვილს და რა პასუხი მიიღო მესამე პრეზიდენტისგან

19.09.23 16:10
რომელი უწყების დათმობას სთხოვდა პუტინი სააკაშვილს და რა პასუხი მიიღო მესამე პრეზიდენტისგან

"მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი," - ამ კითხვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ფარცხალაძე ეფ-ეს-ბე-ს აგენტი აღმოჩნდა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილია.

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ყველა მეთაურს მისი კადრის დანიშვნას სთხოვდა, თუმცა, პირადად სააკაშვილისგან პუტინმა უარი მიიღო. 

ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი?

ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები