დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იწყებს იმპერიალისტურ ომს - ლოიდ ოსტინი

19.09.23 16:14
დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იწყებს იმპერიალისტურ ომს - ლოიდ ოსტინი

"ისტორია დაადასტურებს პუტინის დაუფიქრებელი, სასტიკი და არაპროვოცირებული შემოჭრის სრულ სისულელეს მშვიდობიან მეზობელ ქვეყანაში", - ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტეინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრა გერმანიაში მიმდინარეობს.

დრო პუტინის მხარეს არ არის ამ ომში. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იწყებს იმპერიალისტურ ომს. დრო არასოდეს უჭერს მხარს აგრესიას. უკრაინის ხალხი იბრძვის თავდაცვისთვის, სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან საკუთარი მომავლის შესანარჩუნებლად და თავისუფლებისთვის და მათ აქვთ გამბედაობა და შეუპოვრობა, რომ კრემლზე მეტხანს გაძლონ", - თქვა ოსტინმა.

მსგავსი სიახლეები