ლომჯარია "ოცნებას": ფარცხალაძე თუ რუსეთის მოქალაქეა, თან “კერძო პირი”, რატომ იცავენ თანამდებობის პირები

19.09.23 16:54
ლომჯარია "ოცნებას": ფარცხალაძე თუ რუსეთის მოქალაქეა, თან “კერძო პირი”,  რატომ იცავენ თანამდებობის პირები

"ოთარ ფარცხალაძე თუ რუსეთის მოქალაქეა, თან “კერძო პირი”, საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები რატომ იცავენ?" - ამ კითხვით მიმართავს "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ლომჯარია ითხოვს განმარტებას, თუ ოთარ ფარცხალაძესთან ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კონტაქტი აღარ აქვთ და თან თუ ფარცხალაძე "კერძო პირია", რატომ იცავენ უკვე მეხუთე დღეა ყოფილ გენერალურ პროკურორს. 

ოთარ ფარცხალაძე თუ რუსეთის მოქალაქეა, თან “კერძო პირი” და ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არა აქვს, საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები რატომ იცავენ? - წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები