მოპოვებულია ოთარ ფარცხალაძის რუსული ანგარიშები

მოპოვებულია ოთარ ფარცხალაძის რუსული ანგარიშები, რომელიც ადასტურებს, რომ აგენტობაში ბრალდებული ექს პროკურორი 2021 წლიდან რუსეთში სანქცირებული ბანკების მომსახურებით სარგებლობს. მათ შორის არის "ვი თი ბი" ბანკიც, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასანქცირდა.
ირკვევა, რომ ფარცხალაძეს სანქცირებულ ბანკში სამი აგარიში აქვს გახსნილი.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სების გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.