გვაქვს ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან მოასწრო ფულის გადატანა "ქართუში' - გოცირიძე

გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან მოასწრო ფულის გადატანა "ქართუში" - ამის შესახებ რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გოცირიძის თქმით, მმართველი გუნდი თავის აგენტს გადაეფარა, თუმცა მისი განცხადებით, "ოცნება" ფარცხალაძის დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავს
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული აგენტურა გადაეფარა აგენტს და მთელი ეს დღეებია ამ ადამიანის [ოთარ ფარცხალაძის] გამართლება მიდის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან. ფარცხალაძის დანაშაულს თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ,
ეროვნულ ბანკს რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, "ქართუც" იქნებოდა სანქციის ქვეშ და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია გაწიროს და ანგარიშები გაუყინოს თავის აგენტს, ფარცხალაძეს, ვიდრე მთლიანად ჩამოეშალოს თავის ფინანსური სისტემა. ჩვენ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან მოასწრო ფარცხალაძემ ფულის გადატანა "ქართუ ბანკში“, -განაცხადა გოცირიძემ.