სუს-ი ყველგან არის - მაჭარაშვილი

19.09.23 17:15
სუს-ი ყველგან არის - მაჭარაშვილი

თქვენ დამშვიდებულად იყავით, სუს-ი ყველგან არის - ასე პასუხობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ანა ნაცვლიშვილს.

მაჭარაშვილის თქმით, სუს-ს რომ სძინებოდა, იმ ბრიფინგს ვერ ჩაატარებდა და ვერ ისაუბრებდა რევოლუციურ სცენარზეც.

ქალბატონო ანა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ სძინავს. ის 24 საათიან რეჟიმშია და სხვათა შორის ყველგან არის, სადაც საქართველოს სჭირდება. ამიტომ თქვენ დამშვიდებულად იყავით. რომ სძინებოდა იმ ბრიფინგს კი ვერ ჩაატარებდა, დეტალურად კი ვერ აღწერდა იმ პრევენციულ ღონისძიებას, თქვენ და თქვენი პატრონები რომ აპირებთ". - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ახლა სხდომათა დარბაზში სუს-ის ხელმძღვანელი უნდა იდგეს და განცხადებას უნდა აკეთებდეს "სძინავთ თუ თანამონაწილეობენ „კაგებესთან“ ერთად საქართველოში გავლენების მოხდენაში".

მსგავსი სიახლეები