რატომ არ შეუწყვიტეს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა - სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართა

რატომ არ შეუწყვიტეს რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა - "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართა. ოპოზიციის წევრს აინტერსებს, რა რეაგირებას აპირებს ბრეგაძის უწყება იმ ფაქტზე, რომ ყოფილმა გენპროკურორმა რუსული პასპორტი ისე აიღო, რომ საქართელოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს.
ამასთან, სამადაშვილი ამბობს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ახლა რუსეთის აგენტ ფარცხალაძეზე ფარად არის გადაფარებული.
მე მივმართე იუსტიციის მინისტრს და ვკითხე მას, რა რეაგირებას აპირებს სახელმწიფო ახლა, როდესაც მათ შორის, ჩემი წერილის მეშვეობით ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტრო, რომ ოთარ ფარცხალაძეს აქვს მიღებული რუსეთის მოქალაქეობა დიდი ხანია. იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს აქვს 10 დღე, რომ მიპასუხოს, რა რეაგირებას აპირებს მისდამი დაქვემდებარებული უწყება იმ ფაქტზე, რომ ფარცხალაძეს აქვს აღებული რუსული პასპორტი ისე, რომ უარი არ უთქვამს საქართველოს მოქალაქეობაზე? კოორდინირენულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარი მოკავშირის და რუსეთის აგენტის მფარველობის მიზნით, მათი განცხადებები გასული დღეების ჩვენ ვნახეთ, ეს არის მცდელობა, რომ ფარად გადაეფარონ რუსეთის გავლენის აგენტ ფარცხალაძეს და კანონდამრღვევს ჩვენი ქვეყნის. ასევე მოქმედებდნენ აქამდე და შესაბამისად, კონკრეტულად ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი კი არ არის, მთელი სახელმწიფო სისტემა რომ მუშაობს რუსეთის აგენტების დასაცავად, ამაზეა დღეს სწორედ საუბარი, - ამბობს სამადაშვილი.