რატომ აქვს ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა? - ბრეგაძის უწყება კითხვას გაურბის

19.09.23 17:38
რატომ აქვს ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა? - ბრეგაძის უწყება კითხვას გაურბის

რატომ აქვს ოთარ ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა? - იუსტიციის მინისტრი შარშია. პრეზიდენტის  უარყოფის შემდეგ, რომ ფარცხალაძეს მისთვის მოქალაქეობაზე არ მიუმართავს, კითხვას პასუხი ახლა სწორედ რატი ბრეგაძემ უნდა გასცეს.

"პირველები" პასუხის მიღებას დღეს იუსტიციის სამინისტროსგან შეეცადა, თუმცა კითხვებს ბრეგაძის უწყება გაურბის. 

პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა მისი  გვერდის ავლით შეინარჩუნა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტთან ყოფილ გენპროკურორს საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაუგზავნია.