აშშ-ის სანქციები ფარცხალაძეს - რას გეგმავს საქართველოს პროკურატურა

19.09.23 17:43
აშშ-ის სანქციები ფარცხალაძეს - რას გეგმავს საქართველოს პროკურატურა

აშშ-ის სანქციები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს - შოთაძის უწყების მიერ გავრცელებულ ახალი განცხადებიდან დგინდება, რომ საქმეზე გამოძიება სუს-ში მიმდინარეობს და უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდება სამართლებრივი რეაგირება:

"რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას"- წერია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები